LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ლემონჯავა: პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთიდან მომდინარე რისკები რაც შეიძლება გაიზარდოს

69
B54FE35E-C4CB-4913-8A70-09619E5E44AC

„საქართველოს ღიად პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის რისკები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს რაც შეიძლება გაიზარდოს“, – ამის შესახებ პარტია „დროას“ აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების შესახებ ბრიფინგი გამართა.

მან მედიას და საზოგადოებას პარტიის ხედვა გააცნო და აღნიშნა, რომ პუტინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებსა და რისკებს წარმოშობს.

„მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია თითოეული ჩვენგანის, პოლიტიკური პარტიების, ჟურნალისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სასულიერო პირების უკანონო მოსმენითა და თვალთვალით, საქართველოს საზღვრებთან მომდგარია რუსეთის ფედერაციის 1000-ობით მოქალაქე, რომელთა შესახებაც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

მინდა, გითხრათ, რომ ლიტვამ, ლატვიამ ესტონეთმა და პოლონეთმა უკვე დაკეტეს სახმელეთო საზღვრები რუსეთთან.

ფინეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, ფინეთიც კეტავს სახმელეთო საზღვარს რუსეთთან და გადიან საკანონმდებლო პროცედურებს ამისთვის.

ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში.

საქართველოს ღიად პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის რისკები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს რაც შეიძლება გაიზარდოს.

პარტია „დროამ“ 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებაზე გამოაქვეყნა ხედვა, რომლის შესრულებაც აუცილებელია საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგისათვის.

კერძოდ:

1. აუცილებელია სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა საზრვრის გადმოკვეთამდე გვქონდეს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეების შესახებ.
2. რუსეთის მოქალაქეებისთვის უნდა აიკრძალოს საბანკო ანგარიშების გახსნა
3. აუცილებელია შეეზღუდოთ ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობა
4. ასევე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ღიად პრორუსული ხელისუფლება რამეს გააკეთებს.

ხელისუფლება, რომელიც თანამშრომლობს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებთან, ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ იმ რისკების, საფრთხეების შესახებ, რომლებიც დგას ქვეყნის წინაშე და იმ გამოსავლების შესახებ, რომლებიც არსებობს.“ – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.