რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „ჩატარდება რეფერენდუმები და დონბასის რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მიიღებენ“.
მისივე განმარტებით, „შემოერთებული ტერიტორიების დასაცავად ყველანაირი იარაღის, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღის, გამოყენება მოხდება“.
როგორც მედვედევი განმარტავს, „დასავლურ ისტებლიშმენტს“ და ნატოს ქვეყნების ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ „რუსეთმა თავისი გზა აირჩია და უკან დასახევი გზა არ არის“.
„რუსეთმა გამოაცხადა, ასეთი დაცვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი. მოსკოვს დასავლეთის მუქარის არ ეშინია.
სხვადასხვა გადამდგარი იდიოტები გენერლების ზოლებით ნუ გვაშინებენ ყირიმზე ნატოს დარტყმის შესახებ საუბრით. ჰიპერბგერითს ნამდვილად ბევრად უფრო სწრაფად შეუძლია ევროპასა და ამერიკაში სამიზნეებამდე მიღწევა“, – წერს მედვედევი.