Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რამდენიმე დღეში ამ ქვეყანას მეც დავტოვებ, მადლობა ემიგრანტ დედას, უმუშევარ მამას“ – „საბას“ გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე დღეში ამ ქვეყანას მეც დავტოვებ, მადლობა ემიგრანტ დედას, უმუშევარ მამას“ – „საბას“ გამარჯვებული თემო რეხვიაშვილი

181
307092834_909813239990772_1982791246090520916_n (1)

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა პრემია „საბა“ დასრულდა.

დაჯილდოება 21 სექტემბერს გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ლიტერატურული პრემია საბა 2022-ის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმა აუდიტორიას სიტყვით მიმართეს, მათ შორის იყო თემო რეხვიაშვილი, რომელსაც ჯილდო გადაეცა ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში წიგნისთვის – „კურიერის ამბები”.

„მინდა, ეს ჯილდო სიმბოლურად მივუძღვნა ჩემს მშობლებს, ჩემს ემიგრანტ დედას და სხვა ემიგრანტ დედებს, რომელთა ნაწილი სწორედ ამ და სხვა პრობლემების გამო იმყოფება ემიგრაციაში, უმუშევრად დარჩენილ მამაჩემს და სხვა მამებს, რომლებიც ამ ქვეყანაში, სადაც პატიოსანი შრომით ცხოვრება შეუძლებელია, თავიანთ ადგილს ვერ იმკვიდრებენ.

რამდენიმე დღეში მეც დავტოვებ ამ ქვეყანას – სადაც მედიკამენტების ხელოვნურად გაბერილი ფასები, ბანკების არანორმალურად მაღალი პროცენტი, შრომის კოდექსის უფუნქციობა და კიდევ მრავალი სხვა რამ გვაწამებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას.

მივდივარ და ვიტოვებ იმედს, რომ ყველაფერი მალე შეიცვლება“, – თქვა თემო რეხვიაშვილმა.