მეტრო წერეთელი დროებით დაკეტილია. ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, მეტროსადგურში ჩამსვლელი ესკალატორი დაზიანდა.
„ესკალატორი დაზიანდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი შეკეთების სამუშაო, რათა უმოკლეს დროში მოგვარდეს პრობლემა და ამის შემდეგ მეტრო გაიხსნება“, – აცხადებენ კომპანიაში.