LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის, უკრაინა ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს

36
Untitled design

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს უნდა გაიმართოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. 

დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ მოჩვენებითი “რეფერენდუმები” არაფერს შეცვლის, უკრაინა კი საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებას გააგრძელებს:

„მოჩვენებითი „რეფერენდუმები“ არაფერს შეცვლის, ისევე როგორც ჰიბრიდული „მობილიზაცია“. რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელსაც უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის მიწის ნაწილები. უკრაინას აქვს სრული უფლება, თავისი ტერიტორიები გაათავისუფლოს და ის და გააგრძელებს მათ გათავისუფლებას, იმის მიუხედავად, თუ რას იტყვის რუსეთი“, – აღნიშნულია კულებას „ტვიტში“.

შეგახსენებთ, 23-დან 27 სექტემბრამდე ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე „რეფერენდუმების“ ჩატარება იგეგმება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები