„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ლელა წურწუმიას გადაცემაში მეუღლის შესახებ საუბრობს. ეკა აღნიშნავს, რომ მის ხასიათს მხოლოდ შოთა უტიაშვილი გაუძლებდა და ამას თავადაც ათვითცნობიერებს და ხშირად მეგობრებიც ეუბნებიან:
„შოთიკოა წარმოუდგენლად კომფორტული. მე დომინანტი ვარ. არ ვარ ტიპი, რომელიც სხვას მოერგება, მით უმეტეს სახლში და რაღაცას თავისას დათმობს. უბრალოდ, ძალიან გამიმართა, რომ შოთიკოს აქვს წარმოუდგენლად კარგი ხასიათი. 21 წელია, ერთად ვართ. ჩემი ხასიათი დახტის, შემიძლია ვიყო კარგ ხასიათზე, მერე ვიყო ცუდ ხასიათზე, დეპრესიისკენ ვარ მიდრეკილი. ყველა მეუბნება, რომ შოთიკოს გარდა ვერავინ გამიძლებდა. სულ მშვიდია, სულ ერთ ხასიათზე, მეორე ასეთ ადამიანს არ ვიცნობ. როგორი მყარი ფსიქიკის ადამიანია, იცი? მე ხომ სულ დავხტივარ ამ ხასიათით. 21 წელია ვიცნობ და სულ კარგ ხასიათზეა. ერთხელ ვკითხე, დეპრესია ხომ არ გაქვს-მეთქი და მითხარი, ეგ რა არის და გეტყვი, მაქვს თუ არაო…“