რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ სერვისმა, „ნეტფლიქსმა“ სერიალზე, „კალმარის თამაშის“დაყრდნობით, რეალითი შოუს შექმნა გადაწყვიტა. ახლა კი ირკვევა, რომ შოუში მონაწილეობის მსურველებისთვის კასთინგი უკვე გამოცხადდა. განცხადება ოფიციალურ ვებ-გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
თამაშში მთავარი პრიზისთვის 456 მონაწილე იბრძოლებს. საპრიზო ფონდი კი 4,56 მილიარდი ვონის ნაცვლად 4,56 მილიონი დოლარი იქნება.
რაც შეეხება პირობებს, მონაწილეობის მიღებას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, მთავარი მოთხოვნა ინგლისური ენის ცოდნაა.