LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია

47
Armenia-

პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო უწყება შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატის სპიკერის მიერ სომხეთში გაკეთებულ განცხადებას.

„სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე.

ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნენსი პელოსი ერევანში ვიზიტისას: აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები