რამდენიმე საათის წინ, Sony Pictures-მა ლეგენდარული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმის ,,მინდა ვინმესთან ვიცეკვო” პირველი „თრეილერი“ გაავრცელა. კინოსურათში მთავარ როლს ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი, 30 წლის ნაომი ეკი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ უიტნის თაყვანისმცემლებმა მსახიობი გააკრიტიკეს, ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ის უიტნის სრულებითაც არ ჰგავს.
ცნობისთვის, ფილმი უიტნის 2000 წლის ჰიტის, I Wanna Dance With Somebody პატივსაცემად დაერქვა, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტმა, ენტონი მაკკარტნიმ შექმნა.
ფილმის პრემიერა 21 დეკემბერს შედგება.
ფოტო: ნაომი ეკი ლეგენდარული უიტნი ჰიუსტონის ბიოგრაფიული ფილმის პირველ პოსტერზე
„ჩვენ რომ არ დავშორებულიყავით, უიტნი კვლავ ცოცხალი იქნებოდა“ – ბობი ბრაუნის სკანდალური ინტერვიუ