„უკრაინამ ევროკავშირის შვიდი რეკომენდაცია ნოემბრისთვის უნდა შეასრულოს“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი აკეთებს.
ზელენსკის თქმით, ევროკომისიამ უკრაინის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეფასება ძალიან მალე უნდა დაიწყოს და მომდევნო წელს ნათელი უნდა გახდეს, თუ როდის ექნება შესაძლებლობა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება დაიწყოს.
„უკვე ნოემბერში უნდა შესრულდეს შვიდი რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა. ევროკომისიამ ინტეგრაციის კუთხით ჩვენი პროგრესის შეფასება, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. უკვე მომდევნო წელს კი ნათელი უნდა მოვფინოთ, თუ როდის შეძლებს უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას. უკრაინა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
დაახლოების შემადგენელ ნაწილებად განიხილება ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინისთვის ევროკავშირის შიდა წესების ამოქმედება, როგორც ჩვენი ინსტიტუციონალური სამუშაოს შერწყმა, ასევე მაგალითად საბაჟოზე, ერთობლივი საბაჟო კონტროლის დაწესება უკრაინის საზღვარზე ევროკავშირთან. ჩვენ ამისთვის უკვე ვმუშაობთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.