LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Politico – ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტს გეგმავს

58
pel(1)

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი შაბათ-კვირას სომხეთში ვიზიტს და პრემიერ – მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ერევანში ჩასვლა შაბათ-კვირას არის დაგეგმილი. POLITICO წერს, რომ “ეს იქნება აზერბაიჯანთან ბრძოლაში სომხეთის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან”.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთში ვიზიტი დაგეგმილია ბერლინში დიდი შვიდეულის ქვეყნების სპიკერების სამიტის შემდეგ.

ნენსი პელოსი სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდება.

POLITICO წერს, რომ პელოსისთან ერთად სომხეთში გაემგზავრება წარმომადგენელთა პალატის წევრი კალიფორნიის შტატიდან ჯეკი შპაიერი, რომელიც იმავდროულად, არის რამდენიმედან ერთ-ერთი სომეხი წარმომავლობის ამერიკელი დეპუტატი კონგრესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები