LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუჩა“ – ახალი სულისშემძვრელი ფილმი ბუჩაში მცხოვრებ გმირზე, რომელმაც 203 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა

97
bucha

კიევში პროდიუსერ ალექსანდრე შურისა და რეჟისორ სტანისლავ ტიუნოვის ახალი დრამის, „ბუჩას“ თიზერი წარადგინეს. ფილმის თრეილერი სპეციალურად 13 სექტემბერს გამოვიდა, რადგან ეს ქალაქ ბუჩას დღედ ითვლება.

ფილმის სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული. ის ბუჩაში რუსების მიერ მოწყობილ გენოციდზე გვიყვება. სიუჟეტის ცენტრში რუსულ აგრესიას გადარჩენილი 203 ადგილობრივი მცხოვრებია, ხოლო მთავარი გმირი, ყაზახეთიდან გამოქცეული კონსტანტინე გუდაუსკასი, რომელიც ბუჩაში ცხოვრობდა. ფილმში აღწერილია ადამიანობისა და გმირობის არნახული მაგალითები, როგორ ცდილობს მთავარი გმირი, რომელსაც სხვა ქვეყნის  მოქალაქეობა აქვს, გაიყვანოს ადგილობრივები ქალაქიდან. ამავდროულად ის საკუთარი თვალებით ხედავს რუსული არმიის სისასტიკეს.  ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ კონსტანტინე გუდაუსკაი არაერთი სატელევიზიო გადაცემისა და პუბლიკაციის გმირი გახდა, მასზე წერდა და საუბრობდა დასავლური მედიაც. ფილმში ასევე ნაჩვენები იქნება ცნობილი უკრაინელი კომპოზიტორის იგორ პოკლადის გადარჩენის ისტორიაც, რომელიც ბუჩაში ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები