LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა

354
In this photo taken on Thursday, May 31, 2018, former presidential candidate and TV star Ksenia Sobchak attends a news conference in Moscow, Russia. (AP Photo/Pavel Golovkin)

რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. როგორს მან „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება. სობჩაკი განმარტავს, რომ საზღვარზე შემოსვლისას მას პრობლემა არ ჰქონია.

კითხვაზე, რომელიც მისი კოლეგების და რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არ შემოშვებას ეხებოდა სობჩაკმა უპასუხა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ თარგმანი:

“საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია”, – თქვა სობჩაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები