მჯერა, რომ ცოცხალი ხარ – ეს არის ბოლო შეტყობინება, რომელიც გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავ ლევან ჩოხელს შვილმა, სანდრო ჩოხელმა მისწერა.
როგორც სანდრო გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი” ამბობს, ვერ დაუშვა, რომ მამა ცოცხალი არ იქნებოდა.
“ვერც წარმოვიდგენდი, რომ მამა შეიძლება ცოცხალი არ ყოფილიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი ხანს დაფრინავდა, ვერასდროს დავუშვებდი მაგას. ერთი საათით ადრე მქონდა მიწერილი და ის მესიჯები ნახა. არ ვიცი რატომ მეგონა ასე, კადრებიც უკვე ნანახი მქონდა, მაგრამ ეს სიტყვები მივწერე ბოლოს – მჯერა, რომ ცოცხალი ხარ. ველოდებოდი რომ დამირეკავდა”, – ამბობს სანდრო ჩოხელი.
გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია