LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ჩარლზის შეშუპებული თითები მედიის ყურადღების ცენტრშია – ექიმები ვერსიებზე საუბრობენ

746
მეფე-ჩარლზი

დღეს არაერთი დასავლური გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ახლახან ასული მეფე ჩარლზის ჯანმრთელობაზე. ფოტოებზე, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს მეფის შეშუპებული და გაწითლებული თითები, რამაც ექიმები საგონებელში ჩააგდო. გამოცემა „დეილი მეილი“, მეფის შესაძლო პრობლემით დაინტერესდა და აზრი ექიმებს ჰკითხა.

ექსპერტები ამბობენ, რომ შეშუპებული თითები შესაძლოა, სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებდეს. მათ შორის, ყველაზე ხშირი რევმატოიდული ართრიტია. შეშუპების მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს, სითხის დაგროვებაც ორგანიზმში, ან ასაკი, რომელიც ხშირად იწვევს მსგავს პრობლემებს. ექსპერტები დასძენენ, რომ მსგავსი სიმპტომები მეფეს ადრეც ჰქონია, განსაკუთრებით, როცა ის მოგზაურობდა.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

მეფე ჩარლზი პარლამენტში სიტყვით პირველად გამოსვლის დროს ატირდა

“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ” – რას ამბობდა ელისაბედ მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები