LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ: „არასწორი ჩვენება იმით იყო გამოწვეული, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი“

98
მირიან

მცხეთის რაიონულ სასამართლოში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ 8 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა ხდება.

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული დავით ხარჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას“ – მედიაში ვრცელდება მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, მოკლული ახალგაზრდა მისი მეგობარი იყო და მისი გადარჩენა ვერ შეძლო.

“მირიანი ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო, ძალიან მძიმედ გადამაქვს მისი ჩემ გვერდით არყოფნა, ხულიგნობის ბრალდებაში მე დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ჩემ ძმაკაცს ყურადღება რომ დავაკელი და სიკვდილმა ხელიდან წამართვა”,- განაცხადა ხარჭიაშვილმა.

კიდევ ერთი დაკავებულის, ოთარ კვირაიას განცხადებით, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ცრუ ინფორმაცია მისი მძიმე მდგომარეობით იყო გამოწვეული.

„მირიანი ჩემი ნათესავი, ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მასზე ახლო ცხოვრებაში არავინ დამიკარგავს, ჩემი არასწორი ჩვენებაც იმით იყო გამოწვეული, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მირიანი ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრების ნაწილია”,- განაცხადა კვირაიამ.

ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს კიდევ ერთი ბრალდებული, ირაკლი ასლანაძე.

„მე თავს ხულიგნობაში დამნაშავედ არ ვცნობ, ვფიქრობ, რომ დამნაშავე ვარ და არა მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, რომ სიტუაციის განეიტრალება ვერ მოვახერხე და უფრო დაკვირვებული რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბავშვობის მეგობარი არ გარდაიცვლებოდა”,- განაცხადა ასლანაძემ.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში ორი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის – ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავი ორგანოები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

გასაშველებლად გარეთ არავინ ყოფილა, ერთი-ერთზე იყვნენ, ასე გამოდის – რას აცხადებენ მირიან კუკავას მკვლელობაზე დაკავებულების ადვოკატები

“ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა გზაზე, ამ დროს იყო გონებაზე, თვალები გახელილი ჰქონდა” – რას წერს იუბილარი ჩვენებაში, რომლის დაბადების დღეზეც მირიან კუკავა მოკლეს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები