LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილის შვილი: მე და ჩემი ოჯახის წევრებს ქონება დაგვიყადაღეს

100
სოსო გოგაშვილი

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილი ინფორმაციით, მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყადაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროებას.

ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას.

ბრძოლა გრძელდება!“ – წერს ნინი გოგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები