Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის ძალებს სამხედროები მასობრივად ტოვებენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის ძალებს სამხედროები მასობრივად ტოვებენ

49
თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის ძალებს სამხედროები მასობრივად ტოვებენ.

„ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოსდა თავდაცვის ძალებს მასობრივად ტოვებენ სამხედროები.

აღნიშნული დეზინფორმაციის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს, სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ უპრეცედენტო ნაბიჯებს, რომლებმაც არსებითად გააუმჯობესა სამხედროების ფინანსური, საბინაო, სამედიცინო, საგანმანათლებლო, აღჭურვის, კვების და ა.შ. პირობები.

პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტორების მიერ დაწყებული ჯარის დისკრედიტაციის კამპანია კარგად აჩვენებს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების და აღმშენებლობის პროცესის ეფექტურობას.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ცოცხალ ორგანიზმს და ცხადია, მას ტოვებს სამხედროთა გარკვეული რაოდენობა, თუმცა ასევე ხდება მისი რიგების შევსება. თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ განუმარტავს, რომ გადინებისა და შევსების თვალსაზრისით, მაჩვენებლები სტაბილურია თავდაცვის ძალების ყველა გვარეობის მიმართულებით.

ამასთან, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ სამხედროთა პირობების გაუმჯობესებას, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება. სამწუხაროდ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები არასდროს ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, სწავლებებით, თუ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესით.

განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, ქართული ჯარის შესახებ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სწავლებების მიმართულებით, უწყების მიერ მომზადებული მასალების გავრცელება აღნიშნული მედია საშუალებების მიერ არ მომხდარა, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ პოლიტიკურად მოტივირებულ და ნეგატიურ დღის წესრიგზე.“– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები