LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეფე ჩარლზი პარლამენტში სიტყვით პირველად გამოსვლის დროს ატირდა

133
პრინცი-ჩარლზი

მეფე ჩარლზისთვის მომდევნო დღეები, სავარაუდოდ, მძიმე იქნება. დედის გარდაცვალებისა და ტახტზე ასვლის შემდეგ,  ბრიტანელი მონარქი არაერთ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ამჯერად ის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და დეპუტატებს მიმართა. ჩარლზი პარლამენტში მეუღლესთან, დედოფალ კონსორტთან, კამილასთან ერთად გამოჩნდა.

სამადლობელ სიტყვაში ჩარლზმა ბევრი ისაუბრა დედის როლზე, მას აპლოდისმენტებით სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა პარლამენტის სპიკერის სამადლობელი სიტყვა, როცა მეფემ ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. გამოსვლის ბოლოს კი, როცა ყველა სკანდირებდა, „ღმერთო, დაიცავი მეფე“, ჩარლზ მესამე ატირდა.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები