დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრწყინვალე ქართველი მსახიობი მიშა გომიაშვილი
სოციალურ ქსელში დილიდან ვრცელდება მისი კოლეგების, მეგობრებისა და თაყვანისმცემლების მისასამძიმრებელი პოსტები.
მიშა გომიაშვილის მეგობარი, ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე წერს, რომ მსახიობს მარჯანიშვილის თეატრიდან გაასვენებენ:
„მიშა გომიაშვილის პანაშვიდები: 13, 14 სექტემბერს
მისამართი: დ.უზნაძის ქ.12
გამოსვენება: ხუთშაბათს, 15 სექტემბერს
მარჯანიშვილის თეატრიდან“.