LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის ექიმთან რომ მისულიყო 1-2 დღით ადრე, არ მოკვდებოდა.. პატარკაციშვილი „იმედის“ გამო მოკვდა – ირაკლი რუხაძე

288
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (63)

ფანტასტიკური ადამიანი იყო, ძალიან საინტერესო. მე თუ მკითხავთ, საქართველოსაც ძალიან დააკლდა, რომ ბადრი 52 წლისა გარდაიცვალა, იმიტომ, რომ უამრავ რაღაცას გააკეთებდა ბადრი, – ასე გაიხსენა ირაკლი რუხაძემ ბადრი პატარკაციშვილი.

გადაცემაში „ნოესთან“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა აღნიშნა, რომ პატარკაციშვილი „იმედის“ გამო მოკვდა.

„ბადრი მოკვდა ისეთი რაღაცით, რითაც არავინ კვდება დღეს, არც მაშინ კვდებოდა, 2008 წელს.

გულის ექიმთან რომ მისულიყო 1-2 დღით ადრე, არ მოკვდებოდა. ეგ კი არა, სასწრაფოს რომ ეპოვა სწრაფად, ვინმე რომ ყოფილიყო იქვე, ცუდად რომ გახდა, არ მოკვდებოდა. 2 საათის მერე იპოვეს, ეძინა. არ მიდიოდა ექიმთან, იმიტომ, რომ იძახდა: „სიცოცხლე აღარ მინდა“. სახლში არ შემოდიოდა, ეწეოდა, ძალიან გახდა. ამ ყველაფერმა იმოქმედა. ეს მოხდა ამ არხის გამო, იმის გამო, რაც აქ 2007 წელს მოხდა“, – განაცხადა რუხაძემ.

მან აღნიშნა, რომ პატარკაციშვილის ოჯახთან დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს, იმის მიუხედავად, რომ ბიზნესპარტნიორები აღარ არიან.

რუხაძემ ასევე გაიხსენა, რომ 2018 წელს, მას შემდეგ, რაც პარტნიორებმა ბიზნესის გაყოფა გადაწყვიტეს, პატარკაციშვილის ოჯახის ერთ-ერთი მთავარი თხოვნა იყო რუხაძეს „იმედისთვის“ ეხელმძღვანელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები