LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა. აი, გარანტი! აი, სიმბოლო!“

95
305033307_10158893733917227_2324643734364783475_n

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი.

„ძვირფასო დედოფალო, თქვენო უდიდებულესობავ, ღირსეულო წარმომადგენელო საკუთარი ერისა და სახელმწიფოსი, მადლობას გიხდით მშვიდი ლიდერობისთვის მსოფლიოსა და ევროპისათვის არაერთ ურთულეს მომენტში.

გული მტკივა, რომ დაგკარგეთ. მუდამ მემახსოვრება თქვენი სითბოთი სავსე ღიმილი და ხელის ჩამორთმევა.

აი, გარანტი! აი, სიმბოლო!

ვიზიარებ სამეფო ოჯახისა და ბრიტანელების მწუხარებას დედოფლისა და ისტორიული ფიგურის დაკარგვის გამო!“, -წერს თეა წულუკიანი.

გაერთიანებული სამეფო დედოფალს გლოვობს. მონარქი, რომელიც დიდ ბრიტანეთს ყველაზე ხანგრძლივად მართავდა, გუშინ შოტლანდიაში, გარდაიცვალა.

96 წლის მონარქის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.

ელისაბედ მეორემ მონარქის ტიტული 70 წელი ატარა.

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ

“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ” – რას ამბობდა ელისაბედ მეორე

მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები