სამხრეთ უელსის ტრასაზე Lamborghini Huracan-ის მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, სუპერქარმა საპატრულო ავტომობილს 150 კმ/სთ სიჩქარით ჩაუარა, ტრასაზე კი სიჩქარის ლიმიტი მხოლოდ 70 კმ/სთ იყო. ინსპექტორები კანონდამრღვევს დაედევნნენ, ის კი მათგან მიმალვას 210 კმ/სთ სიჩქარით ცდილობდა.
Huracan-ის დევნაში საპატრულო Chrysler 300 ჩაერთო. მიუხედავად სუპერქარის აშკარა უპირატესობისა, Lamborghini-ს მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და ორ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად Huracan-მა სერიოზული დაზიანებები მიიღო, სალონში უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა.
მძღოლი და მგზავრი ავარიის ადგილიდან ფეხით მიიმალნენ, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა სუპერქარის მფლობელი მალევე დააკავეს და მრავლობითი ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.