LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ მე ვთქვი, რომ შეიძლება ერთ ღამეს მოულოდნელად მივიდეთ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც დრო მოვა, ერთ ღამეს შეიძლება მოულოდნელად მივიდეთ” – ერდოღანმა საბერძნეთისადმი მუქარა გაიმეორა

99
Capture

„ის, რაზეც მე ვსაუბრობ, არ არის სიზმარი. თუ მე ვთქვი, რომ შეიძლება ერთ ღამეს მოულოდნელად მივიდეთ, ეს ნიშნავს, რომ როდესაც დრო მოვა, ერთ ღამეს შეიძლება მოულოდნელად მივიდეთ” – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი გაფრთხილება საბერძნეთისადმი.

ამის შესახებ მან ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე, ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა ერდოღანს მოუწოდა, შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა საბერძნეთის წინააღმდეგ, რაზეც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩეხეთის განცხადებებს, რომელიც ახლა ევროკავშირს თავმჯდომარეობს, ქვეყნისთვის „არანაირი ღირებულება“ არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები