LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს, მხოლოდ 51 ბავშვის დაბრუნება მოვახერხეთ – ომბუდსმენი

65
BeFunky-collage (4)

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ბავშვები აღარ დაბრუნდნენ ჩვენთან და მათ კანონმდებლობაც კი შეარბილეს ამისთვის”, – ეს განცხადება უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა გააკეთა და “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთში უკანონოდ 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გადაიყვანა, რაც ლუბინეცის თქმით, უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს.

„ეს არის ასევე საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ნათელი მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს უკრაინელი ერის გენოციდს“, – განაცხადა ლუბინეცმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ომბუდსმენის ინფორმაციით, უკრაინამ ჯერ მხოლოდ 51 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.