LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!” მონაწილეები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

64
oZisi

თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!” მონაწილეები, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელი ოძისში იმყოფებიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები.

კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ.

კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

წელს, კონფერენციის თემაა – „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები