ვანო ჯავახიშვილის გუნდის „ტვ პირველზე“ გადასვლას დიდი განხილვა მოჰყვა. ვანო ჯავახიშვილის განმარტების შემდეგ, თუ რატომ მიიღეს სხვა არხზე გადასვლის გადაწყვეტილება, განცხადება „მთავარი არხმაც“ გააკეთა.
სოციალურ ქსელში ვანო ჯავახიშვილის გუნდსაც და „მთავარ არხსაც“ დამცველები და კრიტიკოსები გამოუჩნდნენ.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ „ვანოს შოუს“ წარმატება უსურვა.
„წარმატებას ვუსურვებ “ვანოს შოუს” ტვ პირველზე. ეს გუნდი, მისი თითოეული წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, “მთავარი არხის” ყველა თანამშრომლისთვის.
დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით, რაც შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ერთმანეთთან (ბუნებრივი) კონკურენცია. შესაბამისად, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის რეიტინგებითაც.
ამიტომ, სეზონის დასაწყისში დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ძვირფას მეგობარ არხებს “ტვ პირველს”, “ფორმულას”, “კავკასიას” და ჩემს უსაყვარლესს “მთავარ არხს”, რომლის თანამშრომლებმა წარმოუდგენელ სტრესს გაუძლეს, განსაკუთრებით ნიკას დაჭერის შემდეგ.
ასეთი გმირობის ფონზე “მთავარი არხი” გადარჩა და ვუსურვებ ჩვენს თავს, რომ ძალიან წარმატებული სეზონი დაგვეწყოს“♥️ – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება
მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი
თამუნა ლეკვეიშვილი: „რა ამბავი ატყდა, „იმედზე“ ხომ არ გადავსულვართ…“