ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ეხმიანება „მთავარი არხიდან“ ვანო ჯავახიშვილის გუნდის „ტვ პირველზე“ გადასვლას და წერს, რომ უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიებს არ ტოვებენ:
„უმიზეზოდ, ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს, არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს ( და მეც ასევე მოვიქეცი), რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს!
ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის !!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის, DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!“
„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება
მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი