16 სექტემბერს, რიგით 30-ე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ მილანის ლა სკალას საოპერო თეატრის კამერული ორკესტრისა და მაესტრო ვახტანგ კახიძის ერთობლივი კონცერტით გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრის წევრებიც.
სოლისტები იქნებიან იტალიელი მუსიკოსები – სიმონიდე ბრაკონი (ალტი) და სუელა პიჩირი (ვიოლინო). შესრულებული იქნება ა.დვორჟაკის, ვ.ა.მოცარტისა და მ.ე.ბოსის ნაწარმოებები.
ბილეთები უკვე იყიდება საიტზე: www.biletebi.ge
ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში კი გაყიდვები დაიწყება 5 სექტემბრიდან.