გერმანული ავიაკონცერნის Lufthansa-ს მფრინავები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა. გამაფრთხილებელი, 1-დღიანი გაფიცვის გამო გაუქმდა ავიაკომპანიის 800 საერთაშორისო და ადგილობრივი რეისი, რომლითაც 130 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა.
მფრინავების პროფკავშირი მოითხოვს, რომ ავიაკონცერნმა 5 ათას კაპიტანსა და პირველ პილოტს ხელფასი წელსვე გაუზარდოს 5.5%-ით და ავტომატურად მიაბას ინფლაციის მაჩვენებელს. Lufthansa-სთვის ეს მოთხოვნა მიუღებელია, რადგან მისი დაკმაყოფილება უახლოესი ორი წლის განმავლობაში ხარჯებს 40%-ით, დაახლოებით 900 მილიონი ევროთი გაუზრდის. ავიაკონცერნის პოზიციაა, რომ მათ პროფკავშირს სოციალურად დაბალანსებული, კარგი პაკეტი შესთავაზა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.