LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – რას აცხადებენ გაზის კომპანიაში და რა ვერსია სახელდება შემთხვევის მიზეზად

251
დიღომში აფეთქება

დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალი ამ დრომდე ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.

კრიტიკულად მძიმეა აფეთქე­ბის შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა. ამის შესახებ „ფორტუნას“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს. 

„ბავშვი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“. – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბარში  ივანე ჩხაიძემ, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში მომხდარი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაზის კომპანია შპს “დიდი დიღმის” თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„ჩვენ თვითონ ძალიან გვაინტერესებს რა მოხდა, ადგილზე პირველადი შემოწმებისას არანაირი გაჟონვა არ ფიქსირდებოდა და ჩვენი მხრიდან სამუშაოები უნაკლოდ იყო შესრულებული. რამ გამოიწვია გაჟონვა არ ვიცით. ექსპერტიზის დასკვნის პასუხი სავარაუდოდ ორ კვირაში გვეცოდინება.“. – განუცხადეს „ფორტუნას“  გაზის კომპანია შპს “დიდი დიღომში“.

დიდი დიღომში სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

შეგახსენებთ, დიდ დიღომში აფეთქება პირველ სექტემბერს, გამთენიისას მოხდა. დაშავებულები ნიგერიის მოქალაქე ქალი და ბავშვი არიან. ასევე დაშავებულია მამაკაცი, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე სახლში იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები