LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი

271
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც თავის გუნდთან ერთად „ტვ პირველზე“ გადავიდა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „საწყობის კედელზე დაწერილი „ვანოს შოუ“ უკვე „მთავარი არხის“ ისტორიაა, რასაც ვერაფერი წაშლის“.

ნანუკა ჟორჟოლიანი მოხარულია, რომ „ვანოს შოუ“ სატეევიზიო სივრცეში კვლავ იქნება.

„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება

„მთავარ არხზე“ ხშირად ანაზღაურების გარეშე მუშაობენ და მაინც არ ტოვებენ კომპანიას“ – „მთავარი არხი“ „ვანოს შოუს“ გუნდის TV პირველზე გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„მაშინ კი ჯოჯოხეთი მეგონა თუთუნის საწყობში გაკეთებული სტუდია, სადაც ვანო და მე შეგვიშვეს, მაგრამ ბეტონის კედლებში შექმნილმა გადაცემებმა შექმნეს ამ არხის ისტორია ჩვენს, სხვა კოლეგებთან ერთად.

საწყობის კედელზე დაწერილი “ვანოს შოუ” უკვე ამ არხის ისტორიაა და ამას ვერაფერი წაშლის. ვერავინ და ვერაფერი. თუ ვანო წაიშლება, წავიშლებით ყველა იმიტომ რომ ეს არხი შექმნეს ადამიანებმა და არა ძვირად ღირებულმა ტექნიკამ და სტუდიებმა სადაც ზამთარში ციოდა, ზაფხულში ცხელოდა :)) მაგრამ ეს სულაც არ გვიქმნიდა ბარიერებს.

მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები