LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილები ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილებზე უფრო საშიში და ძვირია

37
ელექტროქარი

ფრანგული სადაზღვევო კომპანიის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ელექტროქარების მონაწილეობით ავარიების განმასხვავებელი ნიშნები გააანალიზეს. კვლევის საფუძველი გახდა არაერთი კრაშ-ტესტი რომელიც პოპულარულ ელემენტიან მოდელებს ჩაუტარეს, ამასთან კომპანიამ თავისი გამოცდილებაც გაითვალისწინა. შედეგად დადგინდა, რომ ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილები ავარიაში მოხვედრის შემთხვევაში მგზავრებისთვის ბევრად უსაფრთხოა. გარდა ამისა, დაზღვევას მსგავსი ინციდენტები ბევრად იაფიც უჯდება.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ელექტრომობილთა უმრავლესობას აკუმულატორი ძარის ქვედა ნაწილში აქვს განთავსებული, ამიტომ ნებისმიერ მექანიკურ დაზიანებას ძვირადღირებული რემონტი მოჰყვება ხოლმე.

რაც შეეხება აფეთქების საფრთხეს, ექსპერტთა აზრით ამის რისკი ძალიან დაბალია, როგორც ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების, ასევე ელექტროქარების შემთხვევაში. სტატისტიკის მიხედვით, დაჯახების შემთხვევაში 10 ათასი ავტომობილიდან მხოლოდ 5 ალდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები