Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ირპენის სკოლაში მიულოცა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ირპენის სკოლაში მიულოცა

61
ზელენსკისკოლაში

დღეს, 1 სექტემბერს უკრაინის სკოლებში 2022-2023 წლის სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსწავლეებს ირპენის ერთ-ერთი სკოლიდან მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები თავად ზელენსკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

სასწავლო დაწესებულება, რომელსაც პრეზიდენტი ეწვია, ომის დროს დაზიანდა, მაგრამ სასწავლო წლის დაწყებამდე აღადგინეს.

“დღეს ჩვენი შვილები სკოლაში პირველად მიდიან ან სკოლაში ბრუნდებიან, სწავლას აგრძელებენ. მათ საშუალება ექნებათ ნახონ, მოისმინონ და გაიცნონ უკრაინა. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ომის შედეგად დაზიანებულმა ყველა უკრაინულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ განაახლოს მუშაობა და ჩვენი შვილები დაცულები იყვნენ, არაფერი უშლის მათ ცოდნის შეძენაში”, – აღნიშნავს პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები