LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა, ამ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ – პრემიერი

75
ირაკლი ღარიბაშვბილი

საქართველოს მთავრობა სამ ახალ ვერტმფრენს შეისყიდის, – შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით გაყიდიან წინა ხელისუფლების დროს შეძენილ ერთ ძვირად ღირებულ ვერტმფრენს, რომელიც მისივე შეფასებით, „ფუფუნებისთვის“ იყო შესყიდული.

„გომელაურის უწყება მუშაობს ახლა აქტიურად სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერტმფრენი არის აბსოლუტურად გამართული, კარგ მდგომარეობაში, ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, გვქონდა ამის თაობაზე განხილვა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა მთავრობამ ყოფილი პრეზიდენტისთვის შეიძინა და რამდენიმე ათეული დოლარი თუ ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, რომელიც სხვადასხვა სამაშველო თუ სხვა ოპერაციისთვისაც გამოგვადგება. ახლა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფინანსთა სამინისტროც ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები