„საქართველოს წითელმა ჯვარმა“ საქველმოქმედო კამპანია – „გაუხალისე სასწავლო წელი“ #განათლებულითაობისთვის დაიწყო, რომელიც 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქველმოქმედო კამპანია თბილისსა და ბათუმში მცხოვრები ბავშვებისთვის ხორციელდება, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან.
კამპანია ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ ერთად ხორციელდება და შეგროვებული თანხა ბავშვებისთვის ძირითადი სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდება.
„შეგახსენებთ, დონაცია შეგიძლიათ გაიღოთ, როგორც ნაღდი ფულით აგრეთვე ონლაინ, თქვენი დახმარებით ჩვენ შევძლებთ, რომ ბავშვები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებიდან ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ.
დონაციის ყუთი განთავსებულია „გუდვილის“ ფილიალებში მისამართებზე:
თბილისი: ფარნავაზ მეფის #1, გალერეა თბილისი შოთა რუსთაველი 2/4 #34, ქავთარაძის #1.
ბათუმი: გორგილაძის#88,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.