LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძაღლებიც ტირიან: რა შედეგები მოიტანა ახალმა კვლევამ

84
can-dogs-cry-1-1280x720

იაპონელმა მკვლევარებმა ადამიანის ოთხფეხა მეგობარზე უწყვეტი ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ გრძნობებით სავსე თვალები ძაღლებსაც აქვთ.

მათი მოსაზრებით, ერთდღიანი განშორების შემდეგ პატრონთან შეხვედრისას ძაღლებს სიხარულის ცრემლები მოსდით.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პატრონთან მიგებებისას, 18 ძაღლში ცრემლის მოცულობა 10 პროცენტით იზრდებოდა. ასე არ ხდებოდა, როდესაც ისინი მათთვის ცნობილ არამფლობელებს ხვდებოდნენ.

ახალი კვლევის მიხედვით, დადებითი ემოციები ადამიანის მსგავსად ძაღლებშიც იწვევს ჭარბ ცრემლიანობას.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ სხვა მეცნიერები დარწმუნებული არ არიან ამ ექსპერიმენტის შედეგებში.

ადამიანები ერთადერთი არსებები არიან, რომლებისთვისაც ტირილი ემოციური რეფლექსია, ასევე ცნობილია, რომ სხვა ცხოველები თვალებში ტენს ჭუჭყის ამოსაღებად ან მხედველობის გასუფთავებისთვის იყენებენ. არ არის გამორიცხული, რომ ცრემლები გაღიზიანების გამო წარმოიქმნსა და არა სიხარულისგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები