ცნობილი ბლოგერი გივიკო დიდია, რომელიც გურიის შესახებ სხვადასხვა სახის ვიდეოებს გვიზიარებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ დეპრესიას ებრძვის.
ბლოგერი მეგობრებს, ახლობლებს და მიმდევრებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
“მიუხედავად იმისა რომ არ მეტყობა, ძალიან ცუდად ვარ ჩემო მეგობრებო და წლებია საშინელ დეპრესიას ვებრძვი. ახლა ისე მიჭირს როგორც არასდროს, მაგრამ მაინც ბრძოლას მიჩვეული კაცი ვარ და მარტივად არ ვნებდები. მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვისაც გულწრფელად გიყვარვართ და ერთი თბილი სიტყვის თქმა არ გენანებათ არასდროს. თქვენ მაძლევთ ძალას ყოველდღე. თქვენ მაგრძნობინებთ რომ გჭირდებით. ოჯახს გეფიცებით გაუცნობლად მეძვირფასებით და ძალიან გიფრთხილდებით უკვე ბევრი წელია…
მაპატიეთ ჩემი გულწრფელობა. ხომ მიცნობთ სხვანაირად არ შემიძლია. ყოლიფერ საუკეთესოს, ჯანმრთელობას და ღვთის წყალობას გისურვებთ. სიყვარულით, გივიკო გაჯენჯილი”, – წერს გივიკო დიდია ფეისბუქში.