ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკანონო ქვეყანაში ცხოვრობს.
როგორც ამერიკული მედია წერს, ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა და საკუთარ სახლში ჩატარებული ჩხრეკა კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„ჩემი ლამაზი სახლი დარბეულია“ – FBI-მ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა
„საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის მიხედვით, პოლიტიკურ ჰაკერებს და ყაჩაღებს არ ჰქონდათ უფლება, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაზე შტურმი განეხორციელებინათ და ყველაფერი მოეპარათ, მათ შორის პასპორტები და პრივილეგირებული დოკუმენტები. ისინი სეიფშიც კი შეიჭრნენ, სეიფში, გჯერათ? დაიჯერებ? ეს აქტი შეიქმნა ძალიან კარგი მიზეზის გამო და მუშაობს. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ უკანონო ქვეყანაში. განაგრძეთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული – ის თქვენს გულებში უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე!!!” – წერს ტრამპი.