LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავიცვათ თავი ხანძრის დროს კვამლით ინტოქსიკაციისგან – 7 რჩევა გუგა ქაშიბაძისგან

588
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს (23)

საქართველოში ბოლო დროს ხანძრები გახშირდა. დღის განმავლობაში ხანძრის რამდენიმე კერა ჩნდება.  გარდა ბოლო დღეებში ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიური ვითარებისა, ზოგადად, მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაცია ხანძრების შესახებ საცხოვრებელ სახლებშიც.

როგორ დავიცვათ თავი ხანძრისა და კვამლით ინტოქსიკაციისგან  – რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში?

„ფორტუნა“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, გუგა ქაშიბაძეს დაუკავშირდა:

გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციით:

  • პირველ რიგში აუცილებელია, თანხა არ დავინანოთ და სახლში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული.
  • ყოველთვის უნდა იყოს სახლში სათადარიგო გეგმა, რა გზითაც შესაძლებელი იქნება, შენობიდან გასვლა.
  • თუ ოთახიდან ვერ გადიხართ, აუცილებელია სველი ნაჭრით დაიფაროთ სახე, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხუთავი აირი ჩაისუნთქოთ.
  • ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიმოძრაოთ ოთხზე დამდგარმა, რადგან, სხვადასხვა აირები, რომელიც წვის დროს გამოიყოფა, ზემოთ ადის და იატაკთან ჰაერი სუფთა  უფრო დიდხანს რჩება.
  • დაზარალებულის სიცოცხლე ხშირად დამოკიდებულია პირველი დახმარების აღმოჩენაზე. სასწრაფო ბრიგადის მოსვლამდე აუცილებელია, მაშველები ყველანაირად ეცადონ, რომ ხანძარში მყოფი ადამიანი სუფთა ჰაერზე გადაიყვანონ. სუფთა ჰაერზე გაყვანით, მას ჟანგბადს ვაწვდით. ასევე გავათავისუფლოთ ტანსაცმლისგან, შევუხსნათ საყელო და ქამარი. თუ ადამიანი უგონოდაა, დავაწვინოთ გვერდზე.
  • სამწუხაროდ, ხანძრის დროს, ფატალურ შედეგებთან ერთად, ხშირია მძიმე დამწვრობებისა და ორგანიზმის მოწამვლის შემთხვევები. აალებული მასალების კვამლი სასუნთქ გზებში ხვდება, რომელსაც კვალიფიციური სამკურნალო ჩარევა ესაჭიროება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზევე ვიზრუნოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
  • ხანძრის გავრცელების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია სანთელი და ასანთი. გთხოვთ, დრო და ენერგია არ უნდა დავიშუროთ, რომ ბავშვს ავუხსნათ, რამდენად საშიშია და რომ არ შეიძლება ამ ორი ნივთით თამაში.

აქვე გეტყვით  ყველაზე გავრცელებულ  მიზეზებს, რის გამოც ხანძრები ყველაზე ხშირად ხდება:

1. გაზქურა
2. გამათბობელი
3. მოკიდებული სიგარეტი
4. ელექტროგაყვანილობა
5. სანთელი
6. აალებადი სითხეები
7. ძველი ნათურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები