LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი და ახალი აშენებული ბინები ერთ სივრცეში – area.ge

1047
area

ბინის ყიდვა გინდა და არ იცი საიდან დაიწყო ეს პროცესი? უპირველესად უნდა მოძებნო ისეთი სივრცე, სადაც ძველი და ახალი აშენებული ბინების შესახებ არსებული ყველაზე მეტი განცხადება იქნება განთავსებული, რათა გაგიმარტივდეს როგორც ძიების, ასევე არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა, სადაც გასაყიდი ქონების შესახებ ყველაზე მეტი განცხადება ერთიანდება არის area.ge. საიტზე წარმოდგენილია ყველა დეველოპერი, მშენებარე და უკვე დასრულებული პროექტებით, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაცია სწორედ საიტიდან შეგიძლია მიიღოთ.

გარდა ამისა, არეაზე მომხმარებლების მიერ განთავსებული ძველი აშენებული ბინების ფართო არჩევანიცაა.

არ აქვს მნიშვნელობა ქონებას ახალაშენებულ კორპუსში ეძებ თუ ძველში, არეა ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარება საუკეთესოს პოვნაში, რადგან სწორედ მის სივრცეშია თავმოყრილი ძველი და ახალაშენებული ბინები.

საიტის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას შენთვის მნიშვნელოვანი წვრილმანი საკითხების შესახებაც კი მიიღო ინფორმაცია. ძიების მარტივი ფუნქციონალი ეხმარება მაძიებელს სწორედ ისეთი ქონება იპოვოს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

საძიებო ფილტრში მონიშნავთ იმ მახასიათებლებს, რომლის მიხედვითაც არჩევთ ბინას, მაგალითად საძინებლების რაოდენობას, სართულს, უბანს, ფასს და გაფილტვრის შედეგად მიიღებთ წვდომას მხოლოდ იმ შეთავაზებებზე, რომელიც ემთხვევა თქვენს მოთხოვნებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი დროის კარგვის გარეშე, მარტივად იპოვით სასურველ ქონებას.

შესაძლოა, ამ პროცესში ისეთ შეთავაზებებს გადააწყდეთ, რომელიც  თქვენს ბიუჯეტს ვერა, მაგრამ თქვენს გემოვნებას და საჭიროებებს ზედმიწევნით ერგებოდეს. სახლს ყოველ წელს ხომ არ ყიდულობთ?! უძრავი ქონების შეძენა ისეთი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ყოველწლიურად არ ხდება, მეტიც შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მიიღოს ადამიანმა ეს გადაწყვეტილება სიცოცხლის მანძილზე, ამიტომ ეს სწორედ ის შემთხვევა, როცა არ ღირს უარის თქმა საკუთარ სურვილებზე და უკან დახევა შენაძენის გაკეთებისას.

სწორედ ასეთი სიტუაციებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა იპოთეკური სესხის აღება, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ შეიძინოთ სასურველი ქონება, თან იცხოვროთ და დატკბეთ შენაძენით და თან დაფაროთ კრედიტი.

ის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, როცა სესხის აღებას რიგებში საათობით დგომა სჭირდებოდა. არეას შესაძლებლობები ხომ უსაზღვროა, ჰოდა, ამის კიდევ ერთი დასტური ისაა, რომ სწორედ საიტიდან შეგიძლიათ მოითხოვოთ იპოთეკური სესხი თქვენს მიერ შერჩეული ქონების შესაძენად.

იპოთეკური სესხის მოთხოვნა ძალიან მარტივად აპლიკაციაში პირადი ინფორმაციის (სახელი, გვარი, იმეილი, ტელეფონის ნომერი) შეყვანით ხდება, რის შემდეგაც განაცხადი ფიქსირდება ბანკში და განხილვის შემდეგ გიკავშირდებიან პროცესის გასაგრძელებლად.

XXI საუკუნემ და ციფრულმა სამყარომ შეცვალა და გაამარტივა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროცესები, ამის საუკეთესო მაგალითი area.ge და მისი სერვისებია, რომელიც სახლიდან გაუსვლელად გაძლევს საშუალებას, იპოვო, დაათვალიერო და იყიდო სახლი, რომელშიც ბედნიერად იცხოვრებ.

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები