ნუტრიციოლოგებმა განაცხადეს, რომ ღამით ჭამა შეიძლება, ოღონდ ბევრის არა. მათი თქმით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცილოვან პროდუქტებს, მაგალითად ხორცისა და თევზის სხვადასხვა სახეობებს.
ასევე აუცილებელია კვების რაციონს ბოსტნეული დაემატოს. პირველ რიგში ყაბაყი, ბადრიჯანი, კომბოსტო, პომიდორი, წიწაკა. მათი გამოყენება ნედლადაც შეიძლება და თბური დამუშავების შემდეგაც. რეკომენდირებულია მარილის მინიმალური რაოდენობით გამოყენება. თუ ამ პრინციპით იკვებებით საღამოს, ზედმეტ კილოგრამებს არ მოიმატებთ.
ამასთან, აფრთხილებენ, რომ დაძინებამდე არ გამოიყენონ პურ-ფუნთუშეული და ტკბილი. მათი მიღება სასურველი დილით ან დღის პირველ ნახევარში.