ეკა მიშველაძისთვის ზაფხულის დასვენება განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ქალიშვილის მაკოს ვაჟთან ერთად გაატარა ეს დღეები:
„ასეთი ტკბილი დასვენება არასოდეს მქონია. სრულიად ახალი გამოცდილება – შვილიშვილთან ერთად ყოფნა. სრულიად განსხვავებული სიყვარულია ეს. მართალია, ყველა კუნთი მტკივა კიტას ტარებით და დევნით, მაგრამ გული ცამდე სავსე მაქვს სიყვარულით, გონება კი უდადებითესი ემოციებით. ეს ბავშვი არის სიყვარული, ბედნიერება, ხალისი და სილაღე. ჩემი და ბაბუს კიტა…“