LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ, ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, არ ვგულისხმობ მხოლოდ ამერიკას – მევლუთ ჩავუშოღლუ 

50
thumbs_b_c_aeb726cbf3cac8a2097484fc46dd3bf8

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, დასავლეთში არსებობენ სახელმწიფოები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ.  აღნიშნული განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

„აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც დაიცავს უკრაინის საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთი არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მტკიცედ დაუჭირეს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ყირიმის საკითხზე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ. დასავლეთში არსებობენ ქვეყნები, რომელთაც ომის გაგრძელება სურთ. ეს ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს. ვგულისხმობ წევრ ქვეყნებს. ასევე, არსებობდნენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც უკრაინული ხორბლის ექსპორტის შეთანხმების საბოტაჟს ცდილობდნენ. ეს არი იყო აშშ. აშშ-ის წვლილი იყო შემდეგი – რუსეთის სასუქის ექსპორტზე დაბრკოლებების მოხსნა პორტებთან მისასვლელად, საბანკო ტრანზაქციები. იყვნენ ევროპული ქვეყნები, რომლებსაც ამ შეთანხმების საბოტაჟი სურდათ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები