LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსები და ბელარუსები ომის საწყის ეტაპზე ბინებს 2-6 თვით ეძებდნენ, ახლა კონტრაქტებს ერთი და მეტით წლით დებენ“ – კიდევ გაძვირდება თუ არა თბილისში უძრავი ქონება? 

119
Untitled design (2)

უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Real Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, რომ რუსებისა და ბელარუსების მიერ საქართველოში ბინის დაქირავების ვადები გაზრდილია.

როგორც მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, თუ ომის დაწყების დროს აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები ბინებს 2-6 თვით ეძებდნენ, ახლა კონტრაქტებს ერთი და მეტი წლით დებენ:

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე, იგივე რუსებისა და ბელარუსების მხრიდანაც, ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა კონტრაქტები უქმდება, ან ირღვევა. თუმცა, მაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ფაქტები ხდება და მოგეხსენებათ, კანონი საქართველოში ამ მხრივ ძალიან სუსტია და ნაკლებად იცავს გამქირავებლის უფლებებს და პროცედურულად ძალიან რთულია.

ამ ეტაპზე ასეთი ტენდენციაა, თუ ომის პირველ ეტაპზე 2-6 თვით ეძებდნენ ბინებს, ახლა ერთი წლით და მეტით დებენ კონტრაქტებს. როგორც აღვნიშნე, კონტრაქტის დარღვევა ჩვენი დამქირავებლების მხრიდან დიდი იშვიათობაა“, – ამბობს ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“.

მებაღიშვილის განცხადებით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, განსაკუთრებით კი ახლა და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ბინის გაქირავებას ეხება, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსეთის და ბელარუსის ბევრი მოქალაქეა ჩამოსული. ჭარბი მოთხოვნის ფონზე კი ფასები იზრდება.

შეგახსენებთ, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 69%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები