სოციალური ქსელის მომხმარებელი ნათია ქურშუბაძე ერთ-ერთ ჯგუფში ბათუმში დამსვენებლებს აფრთხილებს.
„გაფრთხილება ‼️‼️‼️
ვინც ბათუმისკენ ისვენებთ, ძალიან, ძალიან ფრთხილად იყავით ზღვაზე ყოფნისას! რადგან, სანაპიროზე დადიან სხვის ნივთებზე მონადირე ახალგაზრდები, რომლებიც უსინდისოდ იპარავენ დამსვენებლების ნივთებს!
სასოწარკვეთას ცოტა დამაკლდებოდა, რომ არა შეზლონგების გამქირავებელი ბიჭები, რომლებმაც, ჩვენს ზღვაში ნებივრობის დროს, გადაგვარჩინეს ჩვენი ნივთების მოპარვას.
ზღვაში ჩასვლისას, ჩანთა დავდე შეზლონგის ქვეშ, რომ ამოვედი, ეს ჩანთა დამხვდა გარეთ.
კი გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ჩემმა ქმარმა გადაანაცვლა, მაგრამ თურმე სადა ბანაობ?!
სანამ ზღვაში ვცურავდით, ერთი ვერაგი ადამიანი, ჯერ ჩამომჯდარა ჩვენს შეზლონგზე, შემდეგ გამოუცურებია ეს ჩვენი ჩანთა და მიჰქონდა, რა დროსაც ამ ღვთისნიერმა ბიჭებმა შეაჩერეს და წაღლიტეს ეს ჩვენი ჩანთა ქურდს.
უკიდეგანოდ მადლიერი ვარ იმ ბიჭებით, რომლებმაც გადაგვარჩინეს სასოწარკვეთას და მთელი დასვენების ჩამწარებას
ღმერთი გაახარებს ყველა ეგეთ ადამიანს.
ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, გამოგადგებათ ჩემი გაფრთხილება.
ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ყველას“ . – წერს ნათია ქურშუბაძე.