დონეცკში, რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსულ-აფხაზური ბატალიონის, „პიატნაშკას“ სამხედრო ბაზა იწვის. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა Unian-მა ლუგანსკის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ჰაიდაიზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემის თანახმად, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ბაზაზე არსებული ხანძრებისა და აფეთქებების ამსახველი, დრონით გადაღებული ვიდეო ტელეგრამზეც გავრცელდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ხანძარი და აფეთქება.
ბატალიონი „პიატნაშკა“ 2014 წელს ჩამოყალიბდა.