„მეტამ“ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეო გაავრცელა, რომელიც ამ „ფეისბუკსა“ და „ინსტაგრამზე“ Reels-ების ახალ ფუნქციებს ეხება.
პირველი სიახლე “Add Yours” სტიკერია, რომელსაც მომხმარებლები „ფეისბუკზე“ გამოიყენებენ და „ინსტაგრამზეც“, ის სთორებში გასულ წელს ჩაეშვა. მისი მეშვეობით Reels-ებზე ერთგვარი “ტრენდი” შეიქმნება.
მომხმარებლებს ამიერიდან Reels-ების დახმარებით, თანხის გამომუშავების მეტი საშუალება ექნებათ. მას “Stars” ფუნქცია ემატება, ანუ ვირტუალური საჩუქრები, რომლებსაც გამომწერებისგან ვიდეოებისთვის მიიღებენ.