რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკთან გზატკეცილზე მომხდარ ავარიას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევაში 5 სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობდა, 2 სატვირთო, სამარშრუტო ტაქსი და 2 მსუბუქი ავტომობილი.
დაღუპულები სამარშრუტო ტაქსის მგზავრები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა დროულად დამუხრუჭება ვერ შეძლო, რის შედეგადაც სამარშრუტო ტაქსი, რომელშიც ყაზახეთის 18 მოქალაქე იჯდა, 2 სატვირთოს შორის მოექცა და მთლიანად დეფორმირდა.
3 ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.