მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის შედეგად, შეიცვლება დაზიანებული ფილები, მოწესრიგდება საერთო სარგებლობის კიბეები და სანიაღვრე ქსელის ცხაურები. ძირითადად, პროცესი გვიან ღამით, მეტროსადგურის სამუშაო საათების დასრულების შემდეგ წარიმართება.
გარდა ამისა, უახლოეს მომავალში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, სავაჭრო ცენტრ „მარიამსა“ და „ევრაზიას“ შორის არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაც დაიწყება და გამგეობის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურა და სივრცე კეთილმოეწყობა.
აღნიშნული პროექტის დაგეგმარება ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სააგენტო ტერიტორიაზე მოსაცდელებს განათავსებს.